ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაშველებმა 25 მეტრის სიღრმის ხევიდან მოზარდები უვნებლად ამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა ხევიდან, 25 მეტრი სიღრმიდან, მოზარდი უვნებლად ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრი სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.
მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.