ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თელავში, ხევში 2 მოზარდი დაიკარგა, მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავში, ხევში გადაადგილებისას 2 მოზარდი დაიკარგა. ისინი რთული რელიეფის გამო უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
"ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდები სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან, უვნებლად გამოიყვანეს". - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციითვე, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.