მაყურებელში ნდობის რეიტინგით, საქართველოში პირველ ადგილზე TV პირველი რჩება

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) 2025 წლის ივნისში აწარმოებდა, მაყურებელში ნდობის რეიტინგით პირველ ადგილზე  TV პირველი რჩება.

კითხვაზე -“რომელ არხს ენდობით ყველაზე მეტად?“ -მაყურებელთა 63% -მა TV პირველი დაასახელა.

საქართველოს მოსახლეობაში დაწინაურებულია სამი სატელევიზიო არხი, TV პირველი, იმედი და პირველი არხი, ეს გახლავთ, ჯერჯერობით, პირველი შემთხვევა, როდესაც TV პირველი და იმედი გაუტოლდა, თითქმის ერთმანეთს. ნდობის მაჩვენებლით გამოირჩევა რეგიონებში-TV პირველი და იმედი, თბილისში- TV პირველი და ფორმულა, -განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

რაც შეეხება სანდოობის მხრივ, მედიის პროცენტების გადანაწილებას თბილისში, ასე გამოიყურება:

  • TV პირველი — 63%
  • ფორმულა — 51%
  • რუსათავი 2 — 50%
  • იმედი — 45%
  • საზოგადოებირივი მაუწყებელი — 23%

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით იკვლია საზოგადოებრივი აზრი საქართველოში.

რაოდენობრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა 2000 სრულწლოვანი რესპონდენტი. ისინი ალბათური მეთოდით, კერძოდ, კლასტერული მეთოდით, წინასწარი სტრატიფიკაციით შეარჩიეს.

შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით

გამოპასუხების წილი: 71%

საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის17-29 ივნისის შუალედში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე