საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს

საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს
„ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი და მისი დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა. კვლევაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოსდაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი, 75.5% დააფიქსირა და კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ორგანიზაციის შეფასებით, ჩვენს საუკუნეში, ანუ 2001-2024 წლების პერიოდში მსოფლიოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 7,5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. ევროპაში კეთილდღეობის ინდექსის მატებამ 6,7 პუნქტი შეადგინა, ევროკავშირში კი 5,5. შედარებისთვის ამ პერიოდში საქართველოში საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაჩვენებელი 17 პუნქტით არის გაზრდილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესის მიხედვით. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელიწადში საქართველოში კეთილდღეობის ინდექსი 8,8 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა 23 ადგილით დაწინაურდა. დღეს საქართველო კეთილდღეობის დონით მსოფლიოში 47-ე ადგილზეა, რეიტინგით უსწრებს ყველა მეზობელს, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ნატოს და ევროკავშირის წევრს 5 სახელმწიფოს: თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის წევრ ბულგარეთსაც. საქართველოს მინიჭებული აქვს „ზომიერი კეთილდღეობის“ მქონე ქვეყნის სტატუსი და მსოფლიო რეიტინგში სამომავლოდ მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება სჭირდება, რათა „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღოს.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.
Previous: მივმართავთ ქალაქის მერიას, რომ სთხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს დინამოს სტადიონის დაქირავების თანხა, სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ, ქალაქმა უნდა გააკეთოს ეს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული