„მაღარო ქვეყანას, მოგება ხალხს“ - ჭიათურელი მაღაროელები თბილისში აქციას მართავენ

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქცია იმართება - ჭიათურაში უშედეგო აქციების შემდეგ მაღაროელები დედაქალაქში ჩამოვიდნენ. ასობით ადამიანი ხელისუფლებამდე საკუთარი მოთხოვნების მიტანას ცდილობს, მათ შორის მთავარი გაჩერებული მაღაროების ამუშავებაა.
მათი მოთხოვნებია:
· დაფაროს კომპანიამ სახელფასო დავალიანება;
· მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია და მოხდეს მაღაროების ნაციონალიზაცია;
· შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
· მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
· ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
· უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.
მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. 7 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ საქმიანობით ამ მუნიციპალიტეტში მუშაობას აღარ გააგრძელებდა, რადგან, მათი თქმით, წამგებიანი იყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.