ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, - ამ შეძახილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები თბილისში აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს „რუსული მეთოდებით ებრძვის“.
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზიას. ჩვენ აქ ვართ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ადამიანებს. რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და დღეს საპატიმროში იმყოფებიან“, - აცხადებენ შეკრებილები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.