ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილი გადადგება" | კობახიძის პოლიტიკური პროგნოზი ბუდაპეშტიდან

"მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილი გადადგება", - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახალი პოლიტიკური განაცხადისთვის ემზადება.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი საარჩევნო მარათონში ახალი პოლიტიკური გუნდით ჩაერთვება, თუმცა მმართველი პარტია არ აკონკრეტებს, ვინ იქნებიან ზურაბიშვილის თანაგუნდელები.
"დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს, რომ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და ის მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის სინამდვილეში როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად რა შანსი აქვს მას, რომ რაიმე წვლილი შეიტანოს კოლექტიური ნაცმოძრაობის გაძლიერებაში წინა საარჩევნოდ" - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 5 დეკემბერს გაემგზავრა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.