მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ხისტი, თუმცა მე მგონია, რომ არის პრაგმატული გადაწყვეტილება – არ შეიძლება ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი და ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ნაწილში სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს.
„ამერიკელი აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთნაირი რეაქციები ჰქონდათ ქართველ და ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს – ზიზღი, ფაქტის მოწონება, სიხარულის გამოხატვა, სიცილი ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა, 31 წლის კაცი მოკლეს და ადამიანებს, ქართველ ე.წ. ლიბერალებს, ისევე როგორც ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს ეს ყველაფერი გაუხარდათ. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და საქართველოშიც ეს ყველაფერი ინერგება ზუსტად იმავე ძალების მიერ, რომლებიც მოქმედებენ -ში და ეს არის ე.წ. „დიფ სთეითი“. ისინი ხელოვნურად ცდილობენ ჩანერგონ სიძულვილი ქართულ საზოგადოებაში, თუმცა მათი წარმატება არის ძალიან შეზღუდული. რა წარმატებასაც მიაღწიეს და რა მცირე სიძულვილის კერებიც გააჩინეს, ესეც უკვე შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიძულვილის კერები მაქსიმალურად ჩავაქროთ ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ეს არის საკმაოდ ხისტი გადაწყვეტილება, თუმცა მე მგონია, რომ არის პრაგმატული, არ შეიძლება ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი ამა თუ იმ საზოგადოებაში. ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: 4 ოქტომბერს იქნება არჩევანი – გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება