მატყუარა, მშიშარა, ნაცისტების მომხრე – ამ სიტყვებს უწოდებს დონალდ ტრამპს დევიდ ლამი, რომელმაც საქართველოს მთავრობას პროგრამული მხარდაჭერა შეუჩერა

ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი დევიდ ლამი, რომლის განცხადების მიხედვითაც, გაერთიანებული სამეფო აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, დონალდ ტრამპს აქტიურად აკრიტიკებს.
დევიდ ლამი სოციალურ პლატფორმა x-ზე ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა.
„მატყუარა და მშიშარა. ადამიანი, რომელსაც სურს კიდევ ერთხელ ნახოს დაყოფილი ევროპა“, „თუ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ჩამოვა, მე ამას ქუჩაში გავაპროტესტებ. ის არის რასისტი, კუ კლუქს კლანისა და ნაცისტების მომხრე“, არასწორი, არაკეთილსინდისიერი, ქსენოფობიური, ნარცისი არ არის ბრიტანეთის მეგობარი.
ის არ არის ღირსი დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ იყოს ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ღირსებისა და დედოფალთან ბანკეტზე დასწრების ღირსი“ , „ჰიტლერმა იგივე თქვა გერმანიაზე 1940 წლის თებერვალში გამოსვლაში“,- წერდა დავიდ ლამი დონალდ ტრამპის სლოგანზე „კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი“.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამის განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს