“მას აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ფუნქცია” – რას ამბობს კობახიძე ყაველაშვილზე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალებს მიხეილ ყაველაშვილზე განუცხადა, რომ მისი მისია დაკარგული რეპუტაციის აღდგენაა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილი ამას საუკეთესოდ შეძლებს.

“მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც შედგება ორ დღეში. მას აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, ვიტყოდი, რთული ფუნქცია. მნიშვნელოვნად დაზიანდა პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია წინა წლების განმავლობაში, აქ არ ვგულისხმობ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, წინა პრეზიდენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება ის, რომ დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამას საუკეთესოდ შეძლებს. ის არის პატრიოტი ადამიანი, ძალიან ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და იქნება ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო პრეზიდენტი” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!