“საქმე ეხება მრავალწლიან პატიმრობას” – ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

კვირას იმართება ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია. ირაკლი კობახიძე ამ პროცესის მნიშვნელობაზე საუბრობს:

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მას აკისრია ძალიან მნიშნელოვანი და რთული ფუნქცია, ის იქნება საუკეთესო პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისთვის” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე თუ რა მოლოდინები აქვთ სალომე ზურაბიშვილის ქმედებაზე, დატოვებს თუ არა სალომე ორბელიანების სასახლეს ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ:

“მე მგონია, რომ გონივრულად იმოქმედებს სალომე ზურაბიშვილი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება, ეს არ არის პარტიული ოფისი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, შესაბამისად იქ იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას, არა მარტო სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამინისთვის, რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული, ამიტომ მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე 100-150 ადამიანს” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში