მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ დაკაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.
დასავლური მედიასაშუალებები წერენ, რომ შეიხ ჰასინამ ბანგლადეში დატოვა.
4 აგვისტოს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 13 პოლიციელია.
ბანგლადეშში საპროტესტო აქციები ივლისიდან გრძელდება. დემონსტრანტები საჯარო სამსახურში კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ. ივლისის შემდეგ ბანგლადეშში, სულ მცირე, 290 ადამიანი დაიღუპა არეულობის შედეგად.
შეიხ ჰასინა ბანგლადეშის მთავრობას 2009 წლიდან მართავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს