აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე მთვრალი “ტიტუშკა” მიუვარდა და შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც მოქალაქეები ამბობენ, უცნობმა პირმა მათ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა.
აქციის მონაწილეების თქმით, კაცი აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართაც.
უცნობი პირი პოლიციამ ადგილიდან განარიდა – ჯერჯერობით უცნობია დააკავეს თუ არა ის.




