გაბარიტული ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა დისტრიბუტორებს დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა – ლაშა რიჟამაძე(bm.ge)

სადისტრიბუციო მანქანების ჯარიმები პირდაპირ აისახება სურსათის ფასზე – ამის შესახებ BMG-სთან „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე საუბრობს.მისი თქმით, თბილისში გაბარიტული ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა კომპანიებს დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა. რეგულაციებთან მორგების მიზნით, ბიზნესს დამატებითი ავტომობილების შესაძენად და კადრების დასაქმებისთვის 1.5-დან 3 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება დასჭირდა. მიუხედავად ამისა, კომპანიები კვლავ მასობრივად ჯარიმდებიან.„მიუხედავად გაწეული ინვესტირებისა და დამატებული სატრანსპორტო საშუალებებისა თუ კადრებისა, პროდუქციის მიწოდება, რიგ შემთხვევებში, ფიზიკურად შეუძლებელი ხდება. სადისტრიბუციო მანქანა საცობების გამო რჩება ზონაში, ვერ ასწრებს გამოსვლას, რამდენიმე წუთით დაგვიანებაც იწვევს 3000 ლარიან ჯარიმას. პირველი ჯარიმის შემდგომ, ყველა ჯარიმა 3000 ლარია და როდესაც კომპანიას ათეულობით სატრანსპორტო საშუალება ჰყავს, თვეში, შეიძლება, პირობითად, 10 მანქანა დაუჯარიმდეს, ეს კი, 30 000 ლარია ერთ კომპანიის ჭრილში“ – განმარტავს ლაშა რიჟამაძე BMG-სთან.ვრცლად bm.ge – ზე