არქივი7 მაისი, 2024, 18:40
"მარშით ევროპის მოედნისკენ" - 11 მაისს 19:00 საათზე 3 ლოკაციიდან თბილისში მარში გაიმართება
11 მაისს 19:00 საათზე თბილისში ევროპის მარში გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეები შეკრებას 3 ლოკაციიდან დაიწყებენ: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო 300 არაგველიდან.
მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.
"სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - აცხადებენ ორგანიზატორები.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.