,,მარტო გასვლა სიგიჟეა. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” –

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ტვ პირველის ეთერში აცხადება:
,,შემიძლია მეგობრებს და ჩვენ მაყურებელს გთხოვოთ, აიღეთ ChatGPT ან ნებისმიერი , ქართულად ან ინგლისურად ჩაწერეთ, მაგალითები მოგცეთ, საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი. ამოგიგდებთ წლების მიხედვით, ქვეყნების მიხედვით, პარტიების მიხედვით, რომ არჩევნებში არმონაწილეობა პარტიებისთვის ნიშნავს კაპიტულაციას.
ქართველებმა ხომ უნდა ვისწავლოთ რაღაცის მაგალითზე?! ვიღაცის შეცდომაზე რაღაც ხომ უნდა ვისწავლოთ?! ყველაფერში ჩვენ ხომ არ უნდა წავიტეხოთ კისერი?! შესაბამისად, ვერ მომიყვანთ მაგალითს, ვენესუელიდან დაწყებული, ნებისმიერი ქვეყნიდან. მე არ მგონია, რომ ჩვენ ქვეყანაში გამორჩეული პოლიტიკური კულტურაა…
მე არ მინდა, რომ ბრძოლის გარეშე კალაძეს ქალაქ თბილისი გადავაბარო. მე არ მინდა, რომ ეს კორუფცია გაგრძელდეს. ჩემი მოწოდებაა, რომ ეს დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ. როგორც მე მოვისმინე პოლიტიკოსებისგან, ხალხს ვუთხრათ, არჩევნებზე არ გამოხვიდეო, პირიქით უნდა ვუთხრათ. მათ უნდა ვუთხრათ, შენი შვილი რომ გალახეს, შენ სოციალური დახმარების მოხსნა რომ გემუქრება ან სამსახურიდან გაგდება, შენ გაქვს საშუალება, რომ დიდი, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო. მთელი რეგიონი, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ ფეხდაფეხ და ვუთხრათ, რომ შენ ერთ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ ვამბობ, რომ ლელო გავარდება და მარტო შევა. კიდევ ვიმეორებ, მარტო გასვლა სიგიჟეა. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში”.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ