– არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო – მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში

მე არ მინდა, რომ ბრძოლის გარეშე კალაძეს ქალაქ თბილისი გადავაბარო , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას არ სურს, რომ კორუფცია გაგრძელდეს.
“ჩემი მოწოდებაა, რომ ეს დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ. როგორც მე მოვისმინე პოლიტიკოსებისგან, ხალხს ვუთხრათ, არჩევნებზე არ გამოხვიდეო, პირიქით უნდა ვუთხრათ. მათ უნდა ვუთხრათ, შენი შვილი რომ გალახეს, შენ სოციალური დახმარების მოხსნა რომ გემუქრება ან სამსახურიდან გაგდება, შენ გაქვს საშუალება, რომ დიდი, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო. მთელი რეგიონი, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ ფეხდაფეხ და ვუთხრათ, რომ შენ ერთ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ ვამბობ, რომ ლელო გავარდება და მარტო შევა. კიდევ ვიმეორებ, მარტო გასვლა სიგიჟეა. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ