ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ალგეთში, წერეთელსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, აღევლინა, გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა აღნიშნა, 9 აპრილი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოა.
„ეს არის დღე რომელმაც საქართველოს მომავალი გადაწყვიტა. მადლობა ყველას, განსაკუთრებით იმ თანამოქალაქეებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას. მადლობა თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა კენან ომაროვმა.
შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარმა სისხლიანმა მოვლენებმა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.