ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურიაში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გურიაში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
,,1989 წლის 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შევიდა როგორც დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. ამ ბრძოლას 21 გმირი ქართველის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ორი გურიის რეგიონიდან იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ისინი და მადლობას ვუხდი თავისუფლებისთვის”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.