ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დროზე, დავაი, იმუშავე…“ – ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„დროზე, დავაი, იმუშავე…“ – ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა. ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ი.შ. მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხას ნ.გ. სრულად ეუფლებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.