მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროცესს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას პროექტის შესახებ გაესაუბრნენ.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 397 870 ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, 2024 წელს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 სოფელშია დაგეგმილი, დაიგება 20 000-მდე გრძივი მეტრი გზა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.