ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ფეინთბოლის ადგილობრივი ჩემპიონატი გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ფეინთბოლის ადგილობრივი ჩემპიონატი გაიმართა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობა ახალგაზრდებმა მიიღეს.
შეჯიბრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ესწრებოდნენ.
„აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიის ხელშეწყობით ტურნირი წელს მეორედ ჩატარდა და მიიღებს ყოველწლიურ სახეს. მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის პოპულარიზაციაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.