ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარნეულის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მელინე არაკელიანს შეხვდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მელინე არაკელიანს შეხვდნენ.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, მერიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნიდერლანდების მხარდაჭერით მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ასევე, ხაზი გაესვა საქართველო-ნიდერლანდების თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.