ზურაბ აზარაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობთ, უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
„ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებსა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს, 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს.
განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. ჯანდაცვის მინისტრმა დიპლომატს ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელსა და მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, უკვე გატარებულ და მიმდინარე ფუნდამენტურ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას,ასევე, ესწრებოდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის პოლიტიკური მრჩეველი ლელა ლომაია“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…