მარკ ფეიგინი ალექსეი არესტოვიჩის ბოლო განცხადებებით გაოცებულია

საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი მარკ ფეიგინი ამბობს, რომ ს ოფისის ყოფილი მრჩევლის, ს ბოლო განცხადებებით, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს, გაოცებულია. ამის შესახებ ფეიგინმა ალიონა კურბანოვას საავტორი გადაცემაში განაცხადა.

„მე მისი ბოლო განცხადებები მოვისმინე. ალბათ გახსოვთ, რომ ჩემს გადაცემაში ხშირად მონაწილეობდა. და ეს არის რაღაცა. ანუ ამაზე შემიძლია ვთქვა ერთი სიტყვა – ვაიმე. ან ვაუ და უიმე. ანუ ისეთი მოვისმინე, რომ მე პას“, – ამბობს მარკ ფეიგინი.

„ანუ თქვენ გულისხმობთ არესტოვიჩის განცხადებებს, რომ აუცილებელია პუტინთან შერიგება და ს ფედერაციასთან ერთად სარჩელის წარდგენა ევროპისთვის, დასავლეთისთვის, რომ მან ს კომპენსაცია გადაუხადოს?“ – ჰკითხა ფეიგინს გადაცემის წამყვანმა ალიონა კურბანოვამ.

„დიახ, სწორედ ამას ვამბობ. ანუ ყბა ჩამომივარდა. ანუ მე არ მესმის, მართლა ვერ ვხვდები, ასეთი აზრები რანაირად ფორმირდება ადამიანის თავში. ან რისთვის? კიდე ამბობს, რომ უკრაინა მხოლოდ ორ თვეს გაუძლებს რუსეთის შემოტევას, ნუ, მოკლედ, არ ვიცი რა“, – ამბობს ფეიგინი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას.

ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას საავტორო გადაცემაში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

„ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, მოდით მშვიდობაზე შევთანხმდეთ. და ეს ძალიან საინტერესო გზით უნდა მოხდეს.  უკრაინა და რუსეთი დასავლეთს კოლექტიურ სარჩელს წაუყენებს. უნდა ვუთხრათ ერთი რამე – თქვენი მცდელობა, ბიჭებო, რომ დაეყრდნოთ სტრუქტურებს, რომლებიც 1945 წელს შეიქმნა, 1989 წელს მოკვდა და ახლა აღარ მუშაობს. უნდა ავაშენოთ უსაფრთხოების ახალი კოლექტიური სისტემა, რომელშიც ყველა მხარის რეალური ინტერესი იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, მარკ ფეიგინი და ალექსეი არესტოვიჩი ყოველდღე ეთერში გადიოდნენ გადაცემით „ფეიგინ ლაივი“ და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ საკითხებს ერთობლივად განიხილავდნენ. დაახლოებით ერთწლიანი ერთობლივი ეთერების შემდეგ მათ შორის ურთიერთობები გამწვავდა და არესტოვიჩი ფეიგინის გადაცემებში აღარ მონაწილეობდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არესტოვიჩმა უკრაინა დატოვა. ამჟამად ის, სავარაუდოდ, -ში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ