მარკ რუტე – რუსეთი არის და უახლოეს მომავალშიც დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ, კონფრონტაციულ ძალად ევროპასა და მსოფლიოში

ევროპამ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი, კონფრონტაციული ძალის მიმართ მიამიტობა არ უნდა გამოიჩინოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის პრაღის თავდაცვის სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ უნდა უპასუხოს რუსეთისა და ჩინეთის მიერ თავიანთი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და მოდერნიზაციისთვის დიდი ინვესტიციების განხორციელებას. რუტეს თქმით, აღნიშნული ქვეყნები ამას „განსაცვიფრებელი ტემპით“ აკეთებენ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ აღჭურვილობას უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ მაშინ, როცა ალიანსი „ამ აგრესიის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის მუშაობს. მისივე თქმით, ევროპამ მომავალთან დაკავშირებით გულუბრყვილობა არ უნდა გამოიჩინოს.
„ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში აღარ შეიცვლება. რუსეთი არის და უახლოეს მომავალშიც დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ, კონფრონტაციულ ძალად ევროპასა და მსოფლიოში“, – აღნიშნა რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად