პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკ რუტე ლატვიაში ჩავიდა

მარკ რუტე ლატვიაში ჩავიდა

მარკ რუტე ლატვიაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩსა და პრემიერ-მინისტრს, ევიკა სილინას შეხვდება.
ასევე, მარკ რუტე „ადაჟის“ სამხედრო ბაზას ეწვევა და სამხედროებს სიტყვით მიმართავს.
ცნობისთვის, გუშინ, მარკ რუტე პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდასა და პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.