იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონურ გამოცემა Kyodo News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონური გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტაკეში ივაია უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა და დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაკეში ივაია მის უკრაინელ კოლეგასთან, ადრეი სიბიგასთან მოლაპარაკებებს გამართავს. ასევე, შესაძლოა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდეს.
ცნობისთვის, ტაკეში ივაია პირველი იაპონელი მინისტრია, რომელიც კიევს ეწვია, მას შემდეგ რაც გასულ თვეში შიგერუ იშიბამ იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!