ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკ რუტე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდ ნაბიჯს და „გარღვევას" წარმოადგენს

მარკ რუტე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებებში დიდ ნაბიჯს და „გარღვევას" წარმოადგენს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება უკრაინისთვის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით "გარღვევას“ წარმოადგენს.
„ის ფაქტი, რომ თქვენ განაცხადეთ, რომ „მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო უსაფრთხოების გარანტიებში“, დიდი ნაბიჯია, ეს ნამდვილად გარღვევაა და ყველაფერს ცვლის. ამიტომ, ასევე მადლობას გიხდით ამისთვის“, - განუცხადა რუტემ ტრამპს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე.
რუტემ ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს „ჩიხის გადალახვისა“ და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმატებით დასმისთვის.
შეგახსენებთ, მანამდე ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან ერთად საუბრისას, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა აშშ-ის ჯარების გაგზავნა უკრაინაში პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.
„ამაზე, შესაძლოა, დღესვე გაცნობოთ“, - დასძინა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.