დონალდ ტრამპის განცხადებით, -მა უკრაინას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს

აშშ-ის პრეზიდენტი, -ის ჯარების უკრაინაში განლაგებას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას, შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს.
„როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, (ევროპელები) მზად არიან, ადგილზე ხალხი გაგზავნონ. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ სხვადასხვა რამით, განსაკუთრებით, ალბათ საჰაერო მხარდაჭერით“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-ის გადაცემა „Fox & Friends“-თან ინტერვიუში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლივიტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მხრიდან საჰაერო მხარდაჭერა „ვარიანტი და შესაძლებლობაა“, თუმცა, ტრამპის მსგავსად, დეტალები არც მას დაუკონკრეტებია.
„პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები უკრაინაში ადგილზე არ განლაგდებიან, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავეხმაროთ კოორდინაციაში და შესაძლოა, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს უსაფრთხოების გარანტიების სხვა საშუალებებიც მივაწოდოთ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს