მარკ რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა

მარკ რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკა დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„მოხარული ვარ, რომ გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობაზე რადმილა შეკერინსკას დანიშვნის შესახებ გამოვაცხადო. მას NATO-ს ნამდვილად სჯერა, იცის, რა სამუშაოა საჭირო ალიანსში გაწევრიანებისთვის და რას ნიშნავს იყო სრულუფლებიანი წევრი. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
რადმილა შეკერინსკას წარსულში ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. ასევე, 2017-2022 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი იყო და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ყოფნისას ქვეყანა NATO-ს წევრი გახდა.
რადმილა შეკერინსკა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის ბოლოდან დაიკავებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.