პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

NATO-ს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას

NATO-ს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომდე ჟურნალისტებთან საუბრისას NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ საქართველოს მოუწოდა, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისკენ დაახლოების ამბიციებს უნდა დაუბრუნდეს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მათ შორის, თავის ამბიციებს, რომ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს, მაგრამ მოდით, დღეს საქართველოზე ბევრს ნუ ვისაუბრებთ", - თქვა მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.