მარკ ვიზი: მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრაში მოსვლით, მთავრობა ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქვეყანას კრემლის მომხრე ანკლავად აქცევს

“ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით. მათ ძალაუფლების კონსოლიდაცია მასობრივი დაკავებებითა და სახელმწიფო ინსტიტუტების იარაღად გამოყენებით მოახდინეს. კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად ოპოზიციური პარტიების შევიწროებისთვის.
დასავლეთში ინტეგრაციაზე უარით, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებითა და მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრაში მოსვლით, მთავრობა ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქვეყანას კრემლის მომხრე ანკლავად აქცევს” – განაცხადა დემოკრატიული პარტიიდან მერიკელმა კონგრესმენმა, მარკ ვიზიმ ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
🔴 მისივე თქმით, მთავრობამ მიიღო “რუსული სტილის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რათა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ხმა ჩაახშოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად