პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიო - ქვეყნებს ვუთხარით, რომ თუ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებთ, უფრო მეტ პრობლემებს შექმნით

მარკო რუბიო - ქვეყნებს ვუთხარით, რომ თუ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებთ, უფრო მეტ პრობლემებს შექმნით

სხვა ქვეყნებს ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უფრო მეტ პრობლემებს გამოიწვევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„ჩვენ ამ ქვეყნებს ვუთხარით, რომ თუ თქვენ აღიარებთ, ეს ყველაფერი სიყალბეა, რეალური არც კი არის და ამით უფრო მეტ პრობლემებს შექმნით“, - განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამ, „შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა გაართულოს“.
შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და ბელგია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.