არქივი30 აგვისტო 2025, 11:08
USAID ოფიციალურად იხურება – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ოფიციალურად დახურვის რეჟიმში გადადის. ამის შესახებ რუბიო პლატფორმაზე X-ზე წერს.
“იანვრის შემდეგ ჩვენ გადასახადების გადამხდელებს დავუზოგეთ ათობით მილიარდი დოლარი. რადგან ძირითადი პროგრამების მცირე ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა, USAID ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია. ახლა რასი [რასელ ვოუტი] ხელმძღვანელობს იმ სააგენტოს დახურვას, რომელიც დიდი ხნის წინ გადავიდა რელსებიდან” – წერს რუბიო.
ცნობისთვის, რასელ ვოუტი თეთრი სახლის ბიუჯეტის სამმართველოს ხელმძღვანელია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.