მარკო რუბიო – უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევა ორივე მხარისგან რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე დათანხმებას მოითხოვს

ისეთი რთული და სიკვდილის გამომწვევი ომის დასრულება, როგორიც უკრაინაში მიმდინარე ომია, სერიოზული და რეალისტური იდეების ფართო გაცვლას მოითხოვს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად საჭირო იქნება ომის მხარეების მხრიდან დათმობებზე წასვლა.
„მდგრადი მშვიდობის მიღწევა კი მოითხოვს ორივე მხარისგან რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე დათანხმებას. ამიტომ, ვამუშავებთ და გავაგრძელებთ ამ ომის დასრულების პოტენციური იდეების სიას, ამ კონფლიქტის ორივე მხარის წინადადებების საფუძველზე“, – აცხადებს რუბიო.

ასევე დაგაინტერესებთ

„ძლიერი საქართველო“ – ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა იცავდა საკუთარ ლეგიტიმურ, სახელმწიფო ინტერესებს – ივანიშვილის რეჟიმის განცხადებები აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს და იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას