ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია

ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ, ასევე ჟენევაში ძლიერმა ევროპულმა ყოფნამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი მტკიცებით, ახლა წინსვლის მყარი საფუძველი არსებობს.
„ამ პროცესში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და ჩვენი ძალისხმევის ცენტრში უკრაინის ინტერესები დავაყენოთ. საქმე მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას ეხება, ახლა და მომავალში. ლუანდაში დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროპა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა: პატივი უნდა სცენ უკრაინის ტერიტორიასა და სუვერენიტეტს, მხოლოდ უკრაინას, როგორც სუვერენულ ქვეყანას, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით.
„ასევე მინდა ხაზი გავუსვა ევროპის ცენტრალურ როლს ქვეყნის მომავალში. ხვალ კიდევ უფრო ჩავერთვებით ჩვენ პარტნიორებთან ერთად „მსურველთა კოალიციიდან“. ბოლოს, დღეს კიდევ ერთხელ წამოვწიე გატაცებული და დაკარგული უკრაინელი ბავშვების მდგომარეობის საკითხი. თითოეული მათგანი სახლში უნდა დაბრუნდეს. მოხარული ვარ, რომ ამ თემას ლიდერებში გამოხმაურება მოჰყვა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.