ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიო: საბოლოო მიზანი, ცხადია, მხოლოდ ომის დამთავრება არაა. უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი და აყვავებული იქნება

მარკო რუბიო: საბოლოო მიზანი, ცხადია, მხოლოდ ომის დამთავრება არაა. უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი და აყვავებული იქნება
"საბოლოო მიზანი, ცხადია, მხოლოდ ომის დამთავრება არაა. რა თქმა უნდა, ეს ცენტრალური და ფუნდამენტურია: გვინდა მკვლელობები, სიკვდილი და ტანჯვა დასრულდეს და დარწმუნებული ვარ, უკრაინულ მხარესაც უნდა ეს - ვიცი, რომ მათ ეს უნდათ - მათ მშვიდობა სურთ. მაგრამ ეს ეხება ომის იმგვარად დამთავრებას, რომ უკრაინა სუვერენული და დამოუკიდებელი დარჩეს, რეალური კეთილდღეობის შესაძლებლობით.
ასე რომ, ეს არ არის უბრალოდ ომის დამთავრებაზე, არამედ ომის იმგვარად დამთავრებაზე, რომელიც შექმნის მექანიზმს, რათა სამომავლოდ მათ საშუალებას მისცემს, იყვნენ დამოუკიდებლები, სუვერენულები, აღარ ჰქონდეთ სხვა ომი და შეიქმნას უზარმაზარი კეთილდღეობა მათი ხალხისთვის. მხოლოდ კი არ აღდგეს, არამედ არაჩვეულებრივი ეკონომიკური პროგრესის ხანაში შევიდეს.
უკრაინას აქვს უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი, უკრაინას აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა რეალური კეთილდღეობისთვის. ცხადია, ამას შუა ომის დროს ვერ მიაღწევ, მაგრამ მხოლოდ ომის დამთავრება ამას არ მოიტანს. ასე რომ, ეს მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებას არ ეხება, არამედ მიზანია გზის დასახვა, რომლითაც უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი და აყვავებული იქნება, "- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის დელეგაციასთან მაიამიში შეხვედრის დაწყებამდე და დაამატა, რომ შეხვედრაზე უკრაინულ მხარესთან პროგრესს მოელის.
აშშ-სთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსთემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრებს შორის ასევე არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერჰიი კისლიცა, უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოლჰა სტეფანიშინა, სამხედრო შტაბის უფროსი, ანდრიი ჰნატოვი და უკრაინული დაზვერვის მაღალჩინოსნები. შეხვედრაზე აშშ-ს მხარეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უიტკოფი და კუშნერი წარმოადგენენ
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.