ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიო - რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო - ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს

მარკო რუბიო - რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო - ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს

ვფიქრობ, ეს ყველაფერი დიდი მომენტი იყო, ნამდვილად უპრეცედენტო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში ორგანიზებული შეხვედრის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველამ ერთი და იგივე თქვა, ანუ სამწლიანი ერთგვარი ჩიხის შემდეგ, როდესაც არ ხდებოდა მოლაპარაკებები და არ იცვლებოდა გარემოებები, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც, როგორც ჩანს, გარკვეული მოძრაობაა“, - აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესაქმნელად აშშ როგორც ევროპელ მოკავშირეებთან, ასევე არაევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობს.
„ეს ისეთი რამ იქნება, რაც სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უნდა არსებობდეს, რათა უკრაინამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ რიგი ქვეყნები მზად არიან უკრაინისთვის უსაფრთხოების ასეთი გარანტიები უზრუნველყონ, როგორც უკრაინელებმა გვითხრეს, ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია, რაც მათ შეუძლიათ თავიანთი მომავლისთვის დაასახელონ, არის ძლიერი არმიის ყოლა“, - აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთსაც და უკრაინასაც ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლა მოუწევთ.
„ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს, მაგრამ ეს არის ის, რაც ომის დასასრულებლად არის საჭირო“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, როგორი იქნება ეს საზღვრები, პუტინმა და ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტონ და ამერიკის როლი ორ მხარეს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.