მარკო რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მოლაპარაკებების შედეგად დასრულდება და ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია ამ მოლაპარაკებების კატალიზატორი იყოს

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მოლაპარაკებების შედეგად დასრულდება და ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია ამ მოლაპარაკებების კატალიზატორი იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„პრეზიდენტი აფასებს იმ ფაქტს, რომ ის ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელსაც შეუძლია ეს ორი მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს. ჩვენ პლანეტაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა შეძლო. ეს მნიშვნელოვანი პოზიციაა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომლის დათმობაც არ გვსურს. თუ ჩვენ ამ პოზიციას დავთმობთ, მაშინ ამის გაკეთებას ვინ შეძლებს? გაერო, საფრანგეთი ან ევროკავშირი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთმინება უსაზღვრო არ არის.

„წინასწარმეტყველებას არ ვაპირებ, თუ როდის ამოიწურება მისი მოთმინება. თუმცა, პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, რომ ეს ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ის ამ ომს სულელურ და უაზრო ომად მიიჩნევს. მას ამ ომის დასრულება სურს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის