ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიო - აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართოს

მარკო რუბიო - აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს ჯერ არ მომხდარა. ჯერ არაფერი გადამისამართებულა, მაგრამ შესაძლებელია. მინდა ნათლად განვაცხადო, თუ შეერთებულ შტატებს სამხედრო საჭიროება ექნება, იქნება ეს ჩვენი მარაგების შევსება თუ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მისიის შესრულება, ჩვენ ყოველთვის პირველ ადგილზე ვიქნებით“, - აღნიშნა რუბიომ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მოკავშირეები, რომ უახლოეს თვეებში, შესაძლოა, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება შეწყდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონი პრიორიტეტს ამ იარაღის ახლო აღმოსავლეთში გამოყენებას ანიჭებს.

რუბიომ ასევე ისაუბრა სანქცირებული რუსი დეპუტატების აშშ-ში ვიზიტზე და განაცხადა, რომ ეს „ადრე იყო დაგეგმილი“.

„რუსეთი კვლავ ძლიერი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ ძალებს გარკვეული ჩართულობა ჰქონდეთ სამთავრობო დონეზე, ისევე როგორც ამას დიპლომატიურ დონეზე ვაკეთებთ“, - აღნიშნა რუბიომ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.