ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Axios: ირანთან ომის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 10 000 სამხედროს გაგზავნას განიხილავს

გამოცემა Axios-ს თავდაცვის სფეროს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ თეთრი სახლი და პენტაგონი მომდევნო დღეებში ახლო აღმოსავლეთში, სულ მცირე, 10 000 დამატებითი სამხედროს გაგზავნას განიხილავენ.
Axios-ის მიხედვით, თუ ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში დამატებითი ძალების გაგზავნას გადაწყვეტს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ახლო აღმოსავლეთში არსებული სამხედროების რაოდენობას და იქნება მორიგი ნიშანი იმის, რომ აშშ სერიოზულად ემზადება ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის.
ამერიკული გამოცემა 26 მარტს ასევე წერდა, რომ პენტაგონი სამხედრო ვარიანტებს განიხილავს ირანისთვის "საბოლოო დარტყმის" მისაყენებლად, რაც შესაძლოა, სახმელეთო ძალების გამოყენებასა და დაბომბვის მასობრივ კამპანიას მოიცავდეს.
Axios: პენტაგონი ირანისთვის მასობრივი "საბოლოო დარტყმის" მისაყენებლად ვარიანტებს ამზადებს
გამოცემა Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანთან ომის ფონზე პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით საზღვაო ქვეითებსა და ხომალდებს გზავნიდა. ხოლო 25 მარტს New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებით, აშშ რეგიონში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 2000-მდე სამხედროს გაგზავნის.
ცნობისთვის, აშშ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ძალების მობილიზებას ირანთან მოლაპარაკებების ძალისხმევის ფონზე განიხილავს, რის გამოც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს 6 აპრილის საღამომდე აჩერებდა და დაამატა, რომ ირანის რეჟიმთან მოლაპარაკებები "ძალიან კარგად" მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.