ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს

მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრა, - ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას გადასცა იგივე გზავნილი, რაც აშშ-ის გუნდმა პარიზში უკრაინის დელეგაციას და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს გადასცა: პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს სურთ ამ ომის დასრულება და ახლა ყველა მხარეს წარუდგინეს მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მონახაზები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პარიზში ამერიკული კონცეფციის მიღება აჩვენებს, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ ყველა მხარე შეთანხმების მიღწევას შეეცდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.