ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო მიხელსონი - ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სიტყვა უნდა შეასრულოს

მარკო მიხელსონი - ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სიტყვა უნდა შეასრულოს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პირობა უნდა შეასრულოს.
„ნატო-მ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ნატო-მ, მათ შორის აშშ-მა და გერმანიამ, თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს“, - წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.
„ისინი გულწრფელები იყვნენ: არ სურდათ ჩვენი ნატო-ში ხილვა. ეს ოთხი ქვეყანა, სხვადასხვა მიზეზების გამო, უკრაინას ნატო-ში ჯერ ვერ ხედავენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.