არქივი20 იანვარი, 2025, 12:08
მარკო მიხელსონი - არ არის ძალიან გვიანი გამოფხიზლება და აღიარება, რომ დასავლეთი რუსეთთან ომშია - რუსეთმა შეტევა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპირებით, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა ნატო-ს გაფართოება

არ არის ძალიან გვიან გამოფხიზლება და აღიარება, რომ დასავლეთი რუსეთთან ომშია, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთმა თავდასხმა 2008 წელს საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპირებით დაიწყო.
„რუსეთმა შეტევა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპირებით, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა ნატო-ს გაფართოება სამხრეთ კავკასიაში“, - წერს მიხელსონი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.