მარკო მიხელსონი თეთრი სახლში ტრამპი-პუტინის ფოტოზე – თუ ეს მართალია, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს, სამწუხაროდ

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრი სახლის კედელზე -სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საერთო ფოტო დაკიდეს,
„თუ მართალია, რომ -ის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს თეთრი სახლის კედელზე XXI საუკუნის ომის უდიდესი დამნაშავის ფოტოს ჩამოკიდებას, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს. სამწუხაროდ“, – წერს მიხელსონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ამერიკელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლენდერსი X-ზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ თეთრი სახლის ერთ-ერთ დერეფანში ტრამპი-პუტინის ერთობლივი ფოტო გამოჩნდა, რომელიც ალასკას სამიტის დროს არის გადაღებული. მისი ინფორმაციით, ფოტო ახალია და აქამდე საჯაროდ არ გამოფენილა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”