მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობამ თბილისის მერიასთან გადაინაცვლა

მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობამ თბილისის მერიის შენობასთან გადმოინაცვლა.
ისმის შეძახილები: “”,”კახა!”. მარშის მონაწილეები მსვლელობით საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიდიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ჯგუფი.
მანამდე აქციის მონაწილეები, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა სალუქვაძემ გააფრთხილა, რომ არასაკმარისი რაოდენობის არიან იმისთვის, რომ გზა სრულად დაიკავონ.
შესაბამისად, მათ მოუწოდა, რომ გზის მხოლოდ ერთი ნაწილი დაეკავებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა მათი იდენტიფიცირება და დაჯარიმდებოდნენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა და ბანერები წარწერით: “ვითხოვთ ახალ არჩევნებს!”, “დაგიწეროთ სტრატეგია?”
დღეს თბილისში რამდენიმეჯერ აქცია-მსვლელობა იგეგმება.
კერძოდ, სომხური და აზერბაიჯანული მსვლელობა;ქართველი გერმანისტები ევროპული მომავლისთვის; მეექვსე სკოლელების მარში;ბათუმელების მსვლელობა თბილისში და სხვა.
მოქალაქეები უკვე 29-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა