თბილისში მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა მიმდინარეობს

სპორტის სასახლის შენობიდან მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობა მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა და ბანერები წარწერით: “ვითხოვთ ახალ არჩევნებს!”, “დაგიწეროთ სტრატეგია?”
როგორც მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ, კონტეტ-კრეატორმა ლიზი დარბაიძემ განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებული ხალხის გათავისუფლებაა.
“შეკრებილი ვართ მარკეტოლოგები, PR კამპანიის წარმომადგენლები და სხვადასხვა სააგენტოდან ადამიანები. მარკეტოლოგებს ხშირად გვიწევს ხოლმე სტრატეგიების დაწერა და მთავრობას ვთავაზობთ, რომ დავუწერთ ახალ სტრატეგიას, რომელიც გაგვაწევრიანებს ევროკავშირში, რადგან იმ სტრატეგიას, რომელიც მათ გააჩნიათ, ევროკავშირში აშკარად არ მივყავართ და მივყავართ რუსეთში”, – განაცხადა ლიზი დარბაიძემ.
დღეს თბილისში კიდებ რამდენიმე აქცია-მსვლელობა იგეგმება.
კერძოდ, სომხური და აზერბაიჯანული მსვლელობა; ქართველი გერმანისტები ევროპული მომავლისთვის; მეექვსე სკოლელების მარში; ბათუმელების მსვლელობა თბილისში და სხვა.
მოქალაქეები უკვე 29-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა, აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?