ექიმი ანესთეზიოლოგი, ამერიკის მოქალაქე მარინე ძაგნიძე:
ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze,
“ცა ფირუს ხმელეთ ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო”
ნაწყვეტია აკაკი წერეთლის პოემიდან “განთიადი”.
ალექსანდრე კორძაია Kordz არც მუსიკის ავტორია. კორძიმ თანამედროვე, ახალი სუნთქვა მისცა მელოდიას და თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები აამღერა. შენ გინდა სამიზნედ ამოიღო ერთი ადამიანი და მასზე გადატეხო ისრები. თურმე ხალხს კი არ სძულხართ ქოცები, ერთი პატარა აკაცუკების ჯგუფს და სხვა ყველა ბრმაა და ყრუ.
ხმის უფლება რომ წაგვართვით ემიგრანტებს, მუნჯებიც გგონივართ. რა საცოდავი ხართ: სასაფლაოზე ჩიქჩიქით მიყავხართ ხალხს და მალე დაგასაფლავებთ.
ძალიან გაგიგრძელდათ მომთაბარეობა…
9 ოქტომბერს კორძი ნიუ იორკის Sony Hall-ში დადგება სცენაზე და იცით რამდენი ვართ, ვინც ომახიანად ვუმღერებთ ჩვენს სამშობლო მხარეს?!
ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ ვერ იტანს ერთის მიერ მეორის ჩაგვრას, ძლიერის მიერ სუსტის გათელვას. სულაც არ მცალია, პარასკევი ისე დაკავებული დღე მაქვს სამსახურში, მაგრამ უკვე მოვითხოვე პირადი დღე და ათასობით ჩემს თანამემამულე ამერიკელ ემიგრანტთან ერთად დაგანახებ, რომ ჩაგვრა არ მოსულა !
არ დაგაჩაგვრინებთ, სამშობლოს არ გაგაყიდინებთ!
ბევრის მომსწრე ვარ…თქვენს გადაშენებასაც მოვესწრები !
ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო !
არ გაპატიებ, ორი საათის სავალზე ვიყავი ჩემი სამშობლოდან და შენ იძულებული გამხადე შორიდან მეცქირა ჩემი სახლისთვის !

