მარინე ბერიძე: როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან…

ენათმეცნიერი მარინე ბერიძე: 
როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან სახელმწიფოსგან დაფინანსებული ყველა ამ უწყების ფუნქცია აუღიათ თავზე.
ორი საკითხი მაინტერესებს: ისინი (კუნთიანები)” მყისიერი რეაგირებით” და არაკანონიერი გზით აპირებდნენ სიწმინდეების დაცვას (თუნდაც ციხეში წასვლა დასჭირვებოდათ, მაინც) და ნეტავ ამათი პროექტის განხორციელების გზები როგორი იქნება? – ყანწი და საზეპირო სადღეგრძელოები? “მყისიერად” თუ “დაღვინებულზე?” და კიდევ: სიხარულიძე ლევილიდან ჩაატარებს ხოლმე ბრიფინგებს? – დმანისის თეატრის რეპეტიციებს რომ ატარებდა ისე?
ცნობისათვის, კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნება “ეროვნული ფასეულობების დასაცავად” –  ბრიფინგის, რომელიც “საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის” იფისში გაიმართა,  მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია ესწრებოდნენ.ჯგუფი “ქართული ოცნებისგან” მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.